საწრეო მუშაობა

საწრეო მუშაობა ,,ჯვრულით ქარგვა"


2017-2018 სასწავლო წლის II სემესტრის განმავლობაში ქ. დედოფლისწყაროს N1 საჯარო  სკოლაში წარვმართე სახელოვნებო საწრეო მუშაობა.

მიმართულება: ,,ჯვრულით ქარგვა’’. ამავე სკოლის VII-VIII კლასის მოსწავლეებისათვის.

წრის ხელმძღვანელი: შორენა ალუღიშვილი.

წრის მოკლე დახასიათება

  საწრეო მუშაობის  ფარგლებში მოსწალეებს მიეცემათ შესაძლებლობა შეისწავლონ მხატვრული ქარგვის ერთ-ერთი უძველესი სახეობა ჯვრულით ქარგვა. მისი მეთოდები, ტექნიკური ხერხები და ის პროცესები, რომლებიც ჯვრული ნაქარგების დროს უნდა გამოიყენოს მქარგველმა. განიხილავენ კონკრეტული ნაქარგობის ნიმუშებს ძველ ეროვნულ სამოსზე და თავადაც შექმნიან სხვადასხვა სახის მხატვრულ ქარგულობას  დეკორატიულ გამოყენებით ნივთებზე.



ქ.დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადების ლინკი



https://www.facebook.com/ssipds1/posts/1897576823646160



საწრეო მუშაობის წარმომდგენი სკოლის  სახელწოდება

 სსიპ  ქ. დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლა

საწრეო მუშაობის  განმხორციელებელი პედაგოგი და

მისი საკონტაქტო ინფორმაცია

 

სახელი, გვარი

 შორენა ალუღიშვილი

პირადი ნომერი

 

ტელეფონი

 

ელ-ფოსტის მისამართი

shorenaalugishvili@gmail.com

წრის  დასახელება

 ,,ჯვრულით ქარგვა’’

სამიზნე ჯგუფი

VII –VIII კლასი

საწრეო მუშაობის   ხანგრძლივობა 

(საათების ჯამური რაოდენობა)

ერთი სემესტრი

6 თებერვლიდან --  5 ივნისის ჩათვლით

18  საათი.

შეხვედრების განრიგი

კვირაში ერთი საათი.

სამშაბათი.  მეშვიდე გაკვეთილი.  14:20 -15:20 სთ

საწრეო მუშაობაში  ჩართული მოსწავლეების რაოდენობა

10 გოგონა

მიზანი

მოსწავლეებს გამოვუმუშაოთ ქსოვილზე, ,,ტილოზე“ ჯვრულით ქარგვის და ამ გზით დეკორატიული ნამუშევრების შექმნის უნარ-ჩვევა. განვუმტკიცოთ თანამშრომლობითი და შემოქმედებითი უნარი.

გრძელვადიანი მიზანი

მოსწავლეები მიღებულ ცოდნას და უნარ-ჩვევებს გამოიყენებენ სამომავლოდ ყოფა-ცხოვრებაში.

შედეგები

მოსწავლეები შეძლებენ სხვადასხვა სახის ნივთების (ჩანთა, ქამარი, საფულე, ქუდი და ა.შ) საკუთარი ხელით დამზადებას, ქარგვას.

მეთოდოლოგია

პრაქტიკული,ინდივიდუალური,წყვილური,ჯგუფური, კეთებით სწავლება, თანამშრომლობითი სწავლება.

საწრეო მუშაობის მოკლე დახასიათება

საწრეო მუშაობის  ფარგლებში მოსწალეებს მიეცემათ შესაძლებლობა შეისწავლონ მხატვრული ქარგვის ერთ-ერთი უძველესი სახეობა ჯვრულით ქარგვა, მისი მეთოდები, ტექნიკური ხერხები და ის პროცესები, რომლებიც ჯვრული ნაქარგების დროს უნდა გამოიყენოს მქარგველმა. განიხილავენ კონკრეტული ნაქარგობის ნიმუშებს ძველ ეროვნულ სამოსზე და თავადაც შექმნიან სხვადასხვა სახის მხატვრულ ქარგულობას  დეკორატიულ გამოყენებით ნივთებზე.

რესურსები 

ლიტერატურა

  • ,,მხატვრული ქარგვა“

  • ,,დეკორატიული და გამოყენებითი ქსოვილელების სამყარო’’

აღჭურვილობა/მასალები

  • შავი კანვა

  • მულინეს ფერადი ძაფები

  • ირისის ფერადი ძაფები

  • შავი სარჩულის ნაჭერი

  • საქარგავი ნემსები

  • ელვა შესაკრავი

  • მაკრატელი

  • საქარგავი რგოლი




პროგრამა

N

საწრეო მუშაობის პროგრამა და აქტივობების მოკლე აღწერა.

თარიღი

1

ზოგადი მიმოხილვა წრის შესახებ. მინი ლექცია გამოყენებით ხელოვნებაში არჩეული მხატვრული ქარგვის მიმართულების შესახებ,ხელსაქმის სახეობებზე და მის წარმომავლობაზე.

6.02.2018 წ

2

მარტივი სქემების  და ხევსურული ორნამენტების ჩახატვა


13.02.2018წ

3

საუბარი საქართველოში არსებული ქარგვის უძველესი ჯვრული ტექნიკის  ხერხებზე, ტრადიციებზე, ფერთა გამაზე, ქარგვისთვის საჭირო ხელსაწყოებზე,  მასალაზე.

20.02.2018წ

4

ნემსის სწორი დაჭერა და პირველი თვლების ჩაწყობა ტილოზე


27.02.2018წ

5

საუბარი  ტილოს ძირითად  და ბუნებრივ ფერებზე, ძაფის შეღებვის უძველეს ტრადიციებზე.

6.03.2018წ

6

მარტივი ფიგურების მოქარგვა (ერთ-ორ ფერში)


13.03.2018წ

7

პატარ- პატარა სურათების მოქარგვა ორ-სამ ფერში (იხვი, ირემი, გედები, ჩიტები,პეიზაჟი, ძაღლი და ა. შ)

20.03.2018წ

8

სამაჯურის დეტალების მოქარგვა ორ-სამ ფერში. დამუშავება, გაფორმება.


27.03.2018წ

9

ტილოს ქამრის მოქარგვა.


3.04.2018წ

10

ქამრის შეკერვა და დასრულებული სახე.


10.04.2018წ

11

საფულის დეტალების მოქარგვა.


17.04.2018წ

12

საფულის  შეკერვა,ელვა შესაკრავის ჩაყენება, სარჩულის დადება, დასრულებული, დამუშავებული  სახის მიცემა.

24.04.2018წ

13

ჩანთის დეტალების მოქარგვა.


1.05.2018წ

14

ჩანთის დამუშავება, შეკერვა და სარჩულის დადება.


8.05.2018წ

15

ქუდის დეტალების მოქარგვა სხვადასხვა სახის ორნამენტებით.


15.05.2018წ

16

ქუდის შეკერვა , სარჩულის დადება და სრული სახე.


22.05.2018წ

17

პატარა სუფრის მოქარგვა .


29.05.2018წ

18

დასკვნითი გაკვეთილი გამოფენის მოწყობა, შეძლებისდაგვარად  გამოფენა გაყიდვა.


5.06.2018წ


საწრეო მუშაობაში გაერთიანებული მოსწავლეთა სია



N

მოსწავლის სახელი, გვარი

მშობლის სახელი, გვარი

1

ბოჭორიშვილი ნატალი


2

მაჩაბლიშვილი ლიკა


3

მენთეშაშვილი მარი


4

ნასრაშვილი ანა


5

სულაშვილი მარი


6

ღვედაშვილი გურანდა

7

ფეიქრიშვილი ნია


8

შალვაშვილი სალომე


9

ღვედაშვილი გურანდა


10

ქადაგიძე ანა




საწრეო მუშაობის რეფლექსია

      2018 სასწავლო წლის II სემესტრში (6.02-5.06) დავგეგმე საწრეო უშაობა- მხატვრული ქარგავა. მიმართულება: ,,ჯვრულით ქარგავა’’. სახელოვნებო წრე საქმიანობის ერთ სემესტრს მოიცავს. მასში გაერთიანებულია VII-VIII კლასის მოსწავლეები.

     სახელოვნებო წრის დაგეგმვისას გავითვალისწინე მოსწავლეთა შესაძლებლობები, ასაკობრივი თავისებურებები,  განსახილველი საკითხების შესაბამისობა სამიზნე ჯგუფთან და პრიორიტეტულ საჭიროებად მივიჩნიე მოსწავლეთა ინტერესებზე საქმიანობის მორგება. ამ მიმართულებით ჩავატარე გამოკითხვა, მივაწოდე ინფორმაცია, რას შეისწავლიდნენ, რომელი აქტივობებით და რა შედეგს მიაღწევდნენ.

      საწრეო მუშაობის მიზანი იყო:


  • მოსწავლეებს შეესწავლათ კანვაზე მხატვრული ქაგვის ერთ-ერთი უძველესი სახეობა ,,ჯვრულით ქარგვა’’

  • დეკორატიული ნამუშევრების შექმნის უნარ- ჩვევები, მეთოდები და ტექნიკური ხერხები. 

  • განემტკიცებინათ თანამშრომლობითი და შემოქმედებითი უნარი.


     საწრეო მუშაობის ფარგლებში მხატვრული ქარგვის შერჩევა განაპირობა სხვადასხვა ფაქტორმა. კერძოდ, დიდი იყო მოსწავლეთა ინტერესი დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნების სფეროს მიმართ. მხატვრული ქარგვის ეს სახეობა საქართველოს ისტორიაში საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდს ითვლის და დიდი პოპულარობით სარგებლობდა. იგი მრავალფეროვანი, აქტუალური და გამოყენებადია ჩვენს ყოფა-ცხოვრებაში, მაგრამ დასანანია, რომ ეს საქმე დავიწყებას მიეცა. ამიტომ მიზნად დავისახე  შემემუშავებინა მხატვრული ქარგვის პროგრამა, აქტივობები და ჩემი პრაქტიკა, ქარგვის კულტურა, ის პროცესები რაც უნდა გამოიყენოს მქარგველმა, გამეზიარებინა თითოეული მოსწავლისთვის.ამან განაპირობა წრის ფუნქციონირება და ქარგვის სურვილი.აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენს სკოლაში დღემდე არ ყოფილა ასეთი ტიპის წრე.

      ვფიქრობ, ჩემ მიერ ჩატარებული საწრეო მუშაობა მოსწავლეებისათვის  საინტერესო იყო როგორც შინაარსობრივად, ასევე პრაქტიკული მუშაობის თვალსაზრისით და პროფესიული პრაქტიკის გაზიარების კუთხით. მოსწავლეებმა შეისწავლეს ჯვრულით ქარგვა, მისი ტექნიკა და ხერხები. მიიღეს თეორიული ცოდნა, უნარ-ჩვევები, რასაც ისინი  საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ სამომავლოდ ცხოვრებაში

      საწრეო მუშაობის მიზანი მიღწეულია.

      მოსწავლეები ყოველთვის ხალისით რჩებოდნენ წრის მეცადინეობებზე და ენთუზიაზმით ასრულებდნენ დავალებას.

      საწრეო მუშაობა ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა მაშინ, როდესაც მოსწავლეებმა საკუთარი შრომის ნაყოფი-ნაქარგი ნათლად დაინახეს, ამან მათში განსაკუთრებული ემოციები გამოიწვია,  გაახალისათ და უფრო მეტი გულმოდგინებით შეუდგნენ მუშაობას. ამასთან მიეცათ საკუთარი  ნიჭის  კრეატიულად  წარმოჩენის შესაძლებლობა, რამაც იმოქმედა  მათ  თვითრწმენაზე,  ამაღლდა  მათი თვითშეფასება.

      თითქმის  ყველა დაგეგმილი აქტივობა გეგმის შესაბამისად წარიმართა. 

      წრის მუშაობის პროცესში საჭიროებიდან გამომდინარე დამჭირდა პროგრამის მოდიფიცირება და აქტივობებისათვის განკუთვნილი დროის კორექტირება. კერძოდ, სწავლებისას რამდენჯერმე შევცვალე მასალის მოცულობა და თანმიმდევრობა, დაგეგმილი გვქონდა კვირაში ერთი საათი, მაგრამ მოგეხსენებათ ქარგვა შრომატევადია, მოითხოვს დიდ დროს და ნებისყოფას. ამიტომ თითოეული აქტივობისთვის განკუთვნილი დრო არასაკმარისი აღმოჩნდა. კვირაში ერთი საათის ნაცვლად ვატარებდით ორ საათს. სამშაბათს და პარასკევს. ასევე დასკვნით გაკვეთილზე დაგეგმილი გვქონდა ნაქარგების გამოფენა-გაყიდვა, რაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხერხდა. მოგეხსენებათ, რომ ასეთი აქტივობა უფრო მაშტაბურ ხასიათს მოითხოვს. მიუხედავად  ამისა  საწრეო 

მუშაობამ ხელი შეუწყო ქარგვის პოპულარიზაციას სკოლაში, მოსწავლეებს გაუღვივდათ 

ჯვრულით ქარგვის შესწავლის ინტერესი და პატივისცემა. უფრო  მეტმა  მოსწავლემ

 გამოთქვა სურვილი წრეში ჩართულიყო და მონაწილეობა მიეღო გამოფენაში. ამაღლდა  საგნის  სწავლების  დონე. აქედან გამომაქვს დასკვნა, საწრეო მუშაობა ხელს უწყობს მოსწავლის  ესთეტიკურ აღზრდას, მის შემოქმედებით პიროვნებად ჩამოყალიბებას, ხელოვნების  შესწავლას  და უნარების  განმტკიცებას. ეხმარება მოსწავლეს თვითრეალიზაციაში.

       ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე  წრის  მუშაობა  დადებითად  აისახა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სწავლების  შედეგებზე. გაიზარდა მოსწავლეთა დაინტერესება

 და ცოდნის დონე. გახდნენ  უფრო  აქტიურები.

         სამომავლოდ მსგავსი საქმიანობის განხორციელებისას უკეთესი იქნება გავითვალისწინო შესაბამისად მოქნილი პროგრამა, თითოეული აქტივობისათვის საჭირო დრო და იმ მოსწავლეთა მოთხოვნები, რომლებიც არ იყვნენე ჩართულნი საწრეო მუშაობაში. ასეთმა პრაქტიკამ კიდევ ერთი საინტერესო გამოცდილება შემძინა. ვფიქრობ, ჩვენი გადადგმული ნაბიჯი სტიმულს მოქვცემს შემდეგი წრის ჩამოყალიბებაში, რათა უფრო დავხვეწოთ მუშაობა. 

       საწრეო მუშაობა ერთობლივად შევაჯამეთ მშობლებისა და მოსწავლეების მონაწილეობით. შეავსეს კითხვარი,  რომლებიც  თან  ერთვის  შესაბამის მასალას.
































 

  




No comments:

Post a Comment