„უთვალავი ჭრელი წინდის“ კამპანია
არავინ დატოვო… მიღმა!
ქ.დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის 5 ა კლასში განვახორციელე საკლასო პროქტი "დაუნის სინდრომი". პროქტის მიზანი იყო მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება დაუნის სინდრომის შესახებ და ემპათიის გრძნობის გაღვივება.
ცნობიერების ამაღლების კუთხით მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისა და ამ დაავადების შესახებ, კლასში მოეწყო დისკუსია თემაზე "ყველა თანასწორია". მოსწავლეებმა მოამზადეს საინფორმაციო პლაკატი ,,მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს". მოაწყვეს მისი პრეზენტაცია თანატოლებისთვის.
No comments:
Post a Comment