პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმა
1. პროექტის სახელი:
,,სიყვარული ქალაქი სიღნაღი"
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
- სიღნაღის ისტორია, არქიტექტურა, ეთნოგრაფია, ფოლკლორი, კულტურა, ტრადიციები და გამოყენებითი ხელოვნების დამახასიათებელი ნიშნები.
3. პროექტის აქტუალობა:
- მოსწავლეები შეისწავლიან საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხის, ქიზიყის ღირშესანიშნავ-ტურისტულ რაიონს, სიღნაღს. მის ისტორიას, ძეგლებს, ეკლესია- -მონასტრებს, გალავნებს და ციხესიმაგრეებს.
- მოიპოვებენ რაიონის შესახებს ლეგენდებს და თქმულებებს.
4. პროექტის მიზნები:
- მოსწავლეს განვუვითაროთ კვლევის, ინფორმაციის მოძიების, ამ კუთხისთვის დამახასიათებელი თავისებურებების დიფერენციის უნარი, არქიტექტურის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშბის ანალიზის უნარ-ჩვევა;
- განვუმტკიცოთ ფუნქციების განაწილების, დროის ორგანიზების, ჯგუფური და თანამშრომლობითი მუშაობის უნარი;
- საკუთარი აზრის ნათლად ჩამოყალიბების, გამოთქმისა და გადაწყვეტილების მიღბის უნარ-ჩვევები;
- მოსწავლეთა შემოქმედებითი (სხვადასხვა სახის წერითი ნამუშევრები, ნახატები) და საპრეზენტაციო უნარების განვითარება;
- გაკვეთილზე მიღებული ცოდნის და გამოცდილების ტრანსფერი რეალურ ცხოვრებაში: ინტერვიუს აღება, გამოკითხვის ჩატარება, ანკეტირება, მასალების დამუშავება ისტ-ის მეშვეობით, სტატიის მომზადება.
5. მონაწილეთა ასაკი/კლასი:
IX კლასი
6. ვადები და ხანგრძლივობა:
ორი თვე
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შიქმნას:
ექსკურსიები, ფოტო მასალა, ვიდეო მასალა, ჩანახატები, ჩანაწერები, ესეები, სტატიები ამ მხარის შესახებ, საკუთარი ნახატებისა და ფოტო სურათების გამოფენა, პროექტის ვებ-გვერდი.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
კომპიუტერი, ინტერნეტი, დიქტოფონი, ციფრული კამერა, საჭირო ლიტერატურა, სამეცნიერო ნაშრომები, ძველი ფოტო მასალა ამ რაიონის შესახებ, ფორმატის და თაბახის ფურცლები, ფანქრები, საშლელი და კალმები.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
აქტ. 1. მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის იდეის, თემის გაცნობა. ერთად დაიგეგმოს პროექტის განხორციელების თანმიმდევრობა-ორგანიზება, მატერიალური რესურსი და დრო.
აქტ. 2. მოსწავლეების მიერ ამ თემასთან დაკავშირებული მათთვის საინტერესო აქტუალური კითხვების და პრობლემების ჩამოყალიბება.
აქტ. 3. საორგანიზაციო საკითხები: ჯგუფის შექმნა, ფუნქციების განაწილება, კონკრეტული დავალების მიცემა.
აქტ.4. მუშაობის დაწყება:
1 ჯგუფს: დაევალება სიღნაღის რაიონის შესახებ ისტორიული დოკუმენტაციის, ვიზუალური მასალა ალბომების, სამეცნიერო ნაშრომების, ძველი ფოტოების მოძიება, ასევე მოიძიონ ისსტორიულ ნიმუშბთან ერთად თანამედროვე ხელოვნების ნამუშევრები, სადაც ხალხური ხელოვნების ნიმუშბია გამოყენებული.
2 ჯგუფს: ლეგენდების, თქმულებების მოძიება, კვლევა მათი წარმოშობის შესახებ. რით არის გამოწვეული, მაგალითად საცხოვრებელი სახლის ან არქიტექტურის თავისებურება: კლიმატი, ლანდშაფტი, საშენი მასალა და ა. შ.
3 ჯგუფს: კი დაევალება გადაიღონ ფოტოები, ჩაიხატონ საინტერესო ნიმუშები, შეაგროვონ მონაცემები იქ მცხოვრებ ცნობილი ადამიანების შესახებ, აიღონ ინტერვიუ ტურისტებიდან და გააკეთონ მოკლე მიმოხილვა მათი აზრისა.
აქტ. 5. შესრულებული სამუშაოს შეჯამება, აუდიტორიისთვის გაცნობა:
მოძიებულ მასალას განვათავსებთ ბლოგზე.
აქტ. 6. პროექტის შეფასება:
- ინფორმატიულობა და ჯგუფის მუშაობა;
- ორგანიზება და დროის პრაქტიკულად მართვა;
- ხელოვნების ნაწარმოების დიფერენცირების და მსჯელობა-ანალიზის უნარი; კრეატიულობა და საპრეზენტაციო უნარი;
- ჩანახატების გაკეთება;
- წერითი სამუშაო და ენთუზიაზმი.
10. საგნებთან/საქნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლოგეგმასთან კავშირი:
ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგ საგნებში: ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება , ლიტერატურა. გამოუმუშავდებათ უნარ-ჩვევები საინფორმაციო ტექნოლოგიებში (ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში, პრეზენტაციის გაკეთება PowerPont-ში, ვებ გევერდის შექმნა).
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება- სტანდარტი ეროვნული სასწავლო გეგმიდან:
ს. გ. IX. 3. მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო.
ს. გ. IX. 7. მოსწავლე იკვლევს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხელოვნების ნიმუშებს და შეუძლია იმსჯელოს მათ შესახებ.
ს. გ. IX. 8. მოსწავლე იკვლევს ხელოვნების როლს საზოგადოების ცხოვრებაში.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):
შორენა ალუღიშვილი, ქალაქ დედოფლისწყაროს N 1 საჯაროს სკოლის მასწავლებელი სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში.
12. პროექტის ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
shorenaalugishvili@gmail.com
No comments:
Post a Comment