სასწავლო ელექტრონული რესურსები შექმნილია საიტზე https://learningapps.org-ზე.
მოსწავლეთა საგნისადმი ინტერესის გაღვივებისა და სწავლების ხელშესაწყობად დავგეგმე ელექტრონული სასწავლო რესურსების შექმნა. წარმოდგენილი რესურსები არის ეფექტური, ინტერაქტიული, რადგან მოსწავლეები თავად არიან ჩართულნი, აკეთებენ დასკვნებს და აღმოჩენებს რესურსზე წარმოდგენილი ილუსტრაციების საშუალებით. ბავშვები ვიზუალურ მახასიათებლებს უფრო ადვილად იმახსოვრებენ, ამიტომ რესურს თამაშის სახით ვიყენებ. მოსწავლეები ასრულებენ მითითებულ ინსტრუქციას, სწავლების პროცესში თამაშის ელემენტები ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას, მოტივაციას და მონაწილეობის ხარისხს საგაკვეთილო პროცესში. ტექნოლოგიებისა და სასწავლო რესურსების გამოყენება მეხმარება დასახული მიზნის დაძლევაში და მიადვილებს ეროვნულ სასწავლო გეგმის შედეგებზე გასვლას.
გაიზარდა მოსწავლეთა მოტივაცია შესასწავლი საკითხისა და საგნის მიმართ;
გაიზარდა მოსწავლეთა ჩართულობა;
საკითხის სწავლება არ იყო ერთფეროვანი და მოსაწყენი. მოსწავლეებს გაუადვილდათ მასალის გააზრება;
განუვითარდათ მეტაკოგნიტური უნარები.
მოსწავლე სწავლობს და შეიმეცნებს ხალისით;
სასწავლო მასალის აღქმაში ჩართულია ვიზუალური არხი;
აკმაყოფილებს განსხვავებული სწავლის სტილსა და მოსწავლეთა ინტელექტის მოთხოვნილებებს.
https://learningapps.org/watch?v=ptqfqpjp318
თემა: ,,მოგზაურობა ხელოვნების სამყაროში“ (ბადე)
https://learningapps.org/watch?v=p9g6i41cc18
თემა: ,,ძველი ცივილიზაციები“ (ვიქტორინა)
No comments:
Post a Comment