2020 წლის მაისის თვეში, დისტანციური სწავლების პერიოდში განვახორციელე სასკოლო პროექტი ,,კალიგრაფიის ოსტატები".
პროექტის თემა იყო: ,, ქართული კულტურის მნიშვნელოვანი მონაპოვარის –ქართული დამწერლობისა და ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაცია, ხელით წერით კულტურის განვითარება და მოსწავლის შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა.’’
თანამედროვე ეპოქაში, როცა ხელით წერის ტრადიცია ნელ-ნელა მნიშვნელობას
კარგავს და მას სულ უფრო ხშირად კომპიუტერი ენაცვლება, აუცილებელია ამ ტრადიციის წახალისება და საზოგადოებისათვის მისი მნიშვნელობის შეხსენება.
ძალიან ბევრი ადამიანი ლამაზად წერს და ეს ნიჭი და უნარი არ არის აქტუალიზებული .
ჩემი პროექტის მიზანიც სწორედ ეს არის, ამ მიმართულებით წარმოაჩინოს
მოსწავლის ნიჭი .
https://www.etaloni.ge/geo/main/index/42513
No comments:
Post a Comment