დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მასწავლებლები და მოსწავლეები შეუერთდნენ გამოწვევას ,, სინათლე მეგობრობისთვის“.
დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის მე-3 ბ კლასის მოსწავლეები საქართველოდან ხალისით ჩაერთვნენ ამ პროექტში და კეთილდღეობის, სიმართლის, მშვიდობის, სიყვარულისა და მეგობრობის სინათლე გაუგზავნეს მსოფლიოს ბავშვებს.
,,ENO ART Light for Friendship 2023 “- ის მომზადების პროცეესში, ინტეგრირებულ (ხელოვნება და ინგლისური) პროექტ გაკვეთილზე , მეორადი ფურცლებისგან დამზადდა სახლები, რომლებზეც 18 ქვეყნის დროშა განთავსდა. აღსანიშნავია, რომ პატარებმა მშობლების ჩართულობით მოიძიეს სიტყვა „კეთილდღეობა“ სხვადასხვა ენებზე, დაიმახსოვრეს და დაასახელეს მუშაობის პროცეესში.
მოსწავლეების ხელით შექნილი სახლები ჩამოიკიდა ხის კონსტრუქციაზე , რომელიც ქარგვისთვის გამოიყენებოდა და ბოლოს, ჩვენი დროით 01.12.2023წ . 17:00 საათზე, სასკოლო საზოგადოების თანდასწრებით, სკოლის ეზოში განათდა მეორადი ნარჩენებისგან შექმნილი დეკორაცია , როგორც მსოფლიო თანამეგობრობის სიმბოლო.
No comments:
Post a Comment