პროექტი ,,ახალი სკოლის მოდელი"


,,ახალი სკოლის მოდელი" -წარმატებაზე ორიენტირებული პროექტი


გაეცანით ,,ახალი სკოლის მოდელი''                                                                                                                                 
    ადამიანი მუდამ მზად უნდა იყოს სიახლეების ფეხის ასაწყობად! 

    2020-2021 სასაწავლო წელს,  ქ.დედოფლისწყაროს N 1 საჯარო სკოლაში  „ახალი სკოლის მოდელი“ დაინერგა.
„ახალი სკოლის მოდელი“ ზოგადი განათლების რეფორმის ნაწილია და შემუშავებულია ქართველი ექსპერტების მიერ. მას საფუძვლად უდევს არა მარტო ქართული, არამედ დასავლური საგანმანათლებლო მიღწევები. 
    პროექტის  მიზანია, სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, ჩამოაყალიბოს კრიტიკულ აზროვნებაზე, პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემო, რომელიც მოზარდს 21-ესაუკუნის გამოწვევებისთვის საჭირო ცოდნას და უნარ-ჩვევებს მისცემს. 
    ამ „მოდელის“ მიხედვით მასწავლებელი ხდება კონტაქტური კოლეგებთან, მოსწავლეებთან, ადმინისტრაციასთან და საგანმანათლებლო სისტემასთან. მასწავლებლები ხდებიან კოლეგიალურები, რადგან მათ ერთი მიზანი აქვთ _ მოსწავლის პროგერესირება. 
   „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში სასკოლო ცხოვრებაში გაჩნდა ახალი რგოლი მხარდამჭერთა ჯგუფი, რომელიც  სკოლის ბაზაზე პედაგოგებს რამდენიმე მიმართულებით უწევს კონსულტაციას :
  • სასკოლო სასწავლო გეგმის განვითარება და დანერგვა, 
  • სკოლის მართვის ეფექტური მიდგომის განვითარება, 
  • სწავლის პროცესში ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება.
     განათლების ექსპერტებმა შექმნეს ე.წ. მატრიცა, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილებია: კომპლექსური დავალება, საკვანძო შეკითხვები, მკვიდრი წარმოდგენები და ცნებები. ცნება არის გრძელვადიანი მიზანი, რომლისკენაც მოსწავლე მიდის კომპლექსური დავალების შესრულებისას. მატრიცაშია მოქცეული შეფასების კრიტერიუმიც. მასწავლებელმა მოსწავლეს უნდა შესთავაზოს ისეთი დავალება, რომელიც ბავშვისთვის იქნება სახალისო, დამაინტერესებელი და შეუქმნის როგორც დეკლარატიულ, ასევე პროცედურულ და პირობისეულ ცოდნას.

,,ახალი სკოლის მოდელის" ფარგლებში ჩატარებული გაკვეთილები


პედაგოგი- შორენა ალუღიშვილი
საგანი  -სახვითი და გამოყენებიღი ხელოვნება
კლასი - მე-7 ბ




No comments:

Post a Comment