სსიპ ქ.დედოფლისწყაროს N 1 საჯარო სკოლა 2020-2021 სასწავლო წლიდან ჩართულია ,,ახალი სკოლის მოდელში’’, რომელიც გულისხმობს მესამე თაობის ესგ-ს დანერგვის პროცესს. 2021-2022 სასწავლო წელს ამ პროექტის ფარგლებში სკოლაში დავგეგმეთ პროექტი ,,კულტურული მემკვიდრეობის დესპანები’’, რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
·
კულტურული მემკვიდრეობა;
·
გარემოს დაცვა .
სასკოლო პროექტის ფარგლებში წამოვიწყე ,,კულტურული მემკვიდრეობის
შესახებ სასკოლო საზოგადოების გათვიცნობიერების კამპანია“.
კულტურული მემკვიდერობის მიმართულებით დაგეგმილი მქონდა
4 აქტივობა 2021 წლის ნოემბერ -დეკემბერში.
აქტივობა 1:
კლასის დამრიგებლებთან ონლაინ შეხვედრა-ურთიერთთანამშრომლობის კუთხით, რომლის მიზანიც
იყო გვესაუბრა მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე, ფასეულობებზე,
როგორი ფორმით გადაგვეცა წარსურში დაცული ინფორმაცია მომავალი თაობებისათვის და ასევე
რა შეგვიძლია გავაკეთოთ მემკვიდრეობის დასაცავად.
აქტივობა 2: სადამრიგებლო
საათი 12 ა კლასთან. თემები:
· ,,კულტურული მემკვიდრეობა-წარსულის შენარჩუნება მომავლისთვის“
· ,,S.O.S.-კულტურულ მემკვიდრეობას საფრთხე ემუქრება.“
· ,,მემკვიდრეობის დაცვა ყველა ჩვენგანს ეხება“
აქტივობა 3: მე- 8, მე-9 კლასის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრები
თიმსის პლათმორმაზე, სადაც ჩვატარე ვებინარი
თემაზე: ,,კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ისტორიული ქალაქების დაცვა“.
ვებინარზე განსახილველი თემები:
· კულტურული მემკვიდრეობის რაობა;
· საფრთხეები და დაზიანების მიზეზები;
· მათი დაცვა და მართვა.
ეს აქტივობა მიზნად ისახავდა ახალგაზრდა თაობებისთვის სიძველეების პატივისცემის გაღვივებას, მემკვიდრეობაზე
ზრუნვისა და მათი დაცვის მექანიზმის სწავლებას.
აქტივობა 4:
პლაკატების შექმნა სხვადასხვა თემებზე. განხილული და შესწავლილი მასალებიდან გამომდინარე
მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთები.
· ,,ჩვენი წარსული საფრთხეშია“;
· ,,გრაფიტი-ვანდალიზმის ხელოვნება“;
· ,,მემკვიდრეობის დაცვა ყველა ჩვენგანს ეხება“;
· ,,ჩვენი რაიონის ღირშესანიშნაობები“.
ვფიქრობ მიზანი მიღწეულია და ჩემს მიერ განხორციელებული აქტივობებით დავფარე სასკოლო პროექტის ერთ-ერთი მიმართულება ,,კულტურული მემკვიდრეობა“.
ვებინარზე გამოყენებული პრეზენტაცია:
No comments:
Post a Comment