სასკოლო პროექტი: ,,დედამიწის დღე"

 

2021 წლის აპრილის თვეში, სასკოლო პროექტის ფარგლებში განვახორციელე დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული - ,, დედამიწა ჩვენი სახლია“, ,,ადამიანის როლი გარემოში , დავასახელოთ წამოჭრილი პრობლემა და დავსახოთ მისი გადაჭრის გზები...

8 ა კლასის მოსწავლეებმა წარუდგინეს პრეზენტაციები 4ა და 4 ბ კლასის მოსწავლეებს "ადამიანის გავლენა გარემოზე" და ესაუბრნენ გარემოს დაცვის თემაზე. მოეწყო დისკუსია "როგორ შეიძლება გავუფრთხილდეთ გარემოს".

სკოლის დერეფანში მოეწყო გაზეთების გამოფენა "ჩვენი თვალით დანახული დედამიწა“, იცოცხლე დედამიწავ, გარემოს დაცვა,",,გავუფრთხილდეთ დედამიწას“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა.

დედამიწის დღე 22 აპრილი აღნიშნეს 1  და 2  კლასის მოსწავლეებმა, მათ ფერადი ცარცებით მოხატეს სკოლის ეზო სახალისო ნახატებით.

პროექტის მიზანი იყო გარემოს დაცვის თემაზე მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება ადრეული ასაკიდანვე,  გაიაზრონ გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობა და იგრძნონ თავიანთი წილი პასუხისმგებლობა ეკოლოგიაზე.



No comments:

Post a Comment