2021 წლის 14 დეკემბერს, სსიპ ქ. დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამინისტროს ფარგლებში განხორციელდა მორიგი ღონისძიება "არა თამბაქოს !". ეს პროექტი ჩვენს მუნიციპალიტეტში ორი წელია წარმატებით გრძელდება.
პროექტის ფარგლებში, აქტიური მონაწილეობა მიიღეს N1 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა. ხელოვნების პედაგოგის, შორენა ალუღიშვილის, და ამავე სკოლის ექიმის, შორენა ღვინიაშვილის, ხელმძღვანელობით. ბავშვებმა შექმნეს ნახატები, კომიქსები თამბაქოს მავნებლობის შესახებ ,,არა თამბაქოს“ და საახალწლოდაც მოგვიწოდეს, რომ თამბაქოზე უარის თქმა ჯანსაღი ცხოვრებაა. მათ საკუთარი ხელით ააწყეს ნაძვისხე და გააფორმეს შექმნილი ნამუშევრებით.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელმა ქ-ნ მარიეტა გონაშვილიმა, მონაწილე მოსწავლეები საჩუქრებითა და ტკბილეულით დააჯილდოვა.
2021 წლის 2 აპრილს, ჯანდაცვის სამინისტროს პროექტის ფარგლებში ,,არა თამბაქოს! " ჩატარდა მორიგი აქტივობა, სადაც მონაწილეობა მიიღეს ქ.დედოფლისწყაროს N 1 საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგმა შორენა ალუღიშვილმა, 4 ა კლასის მოსწავლეებმა და ამავე სკოლის ექიმმა შორენა ღვინიაშვილმა. მეტი თვალსაჩინოების მიზნით გამოყენებული იყო სხვადსხვა ალეებადი და გახურებადი მოწყობილობები. გამოიკითხა რამდენი მწეველი იყო ამ ბავშვების ოჯახებში. მიეცათ დავალება დაეხატათ მათივე თვალით დანახული თამბაქოს მავნებლობა და მიეტანათ ნამუშევრები მწეველი ოჯახის წევრებისათვის. ბავშვებმა გულმოდგინეთ იმუშავეს და შესანიშნავად გაართვეს თავი.
No comments:
Post a Comment